OMG!!! Domesticated Dhinoceros

Learn more »

ალუბლის წვენი - ბუნებრივი საძილე საშუალება



ალუბლის სასიკეთო თვისებები კარგა ხანია ფართოდაა ცნობილი. საინტერესოა, რომ ალუბლის სამშობლოდ კავკასია და ყირიმის შავიზღვისპირეთი მიიჩნევა. სწორედ აქედან მოხვდა რომში, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა. ალუბლის სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ექიმი სიფინიუსი აღწერდა ჩვ.წ. აღ.-მდე III საუკუნეში.
1569 წელს გერმანიაში გამოიცა სამედიცინო კრებული სახელწოდებით ”ჯანმრთელობის ბაღი”, რომელშიც ალუბალს მთელი თავი აქვს დათმობილი.

ალუბლის ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი შეიცავს შაქრებს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, C, B, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას. მასში ასევე უხვადაა სპილენძი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი და სხვა მინერალური ნივთიერებები. როგორც აღვნიშნეთ, ნაყოფთან ერთად, განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენი. ამჯერად სწორედ მის სასიკეთო თვისებებს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ალუბლის წვენი აუცილებლად უნდა გააზავოთ ანადუღარი წყლით ან შეურიოთ სხვა ხილის წვენი - უმჯობესია ვაშლის ან ბლის.

ახალგამოწურული ალუბლის წვენის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესს. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს კარგი მეხსიერების შენარჩუნებას და ანელებს დაბერების პროცესს.

ალუბლის წვენი, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობის, პოდაგრისა და ართრიტის, ეპილეფსიის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის, შარდკენჭოვანი და საშარდე გზების დაავადებების დროს. ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

სტრესებისა და გადაღლილობის დროს, ასევე, ზემოჩამოთვლილი დაავადებების შესამსუბუქებლად ალუბლის წვენი უნდა დალიოთ ყოველდღე, უმჯობესია დილით, ერთი ჭიქა. პროფილაქტიკისთვის კი - კვირაში ერთხელ მაინც.

ალუბლის წვენი სრულიად უვნებელი საძილე საშუალებაა. საკმარისია, ძილის წინ სულ რაღაც 30 მილიგრამი წვენი დალიოთ და მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ. მეცნიერთა მტკიცებით, ეს ალუბალში შემავალი ჰორმონ მელატონინის დამსახურებაა. სწორედ ის არეგულირებს სადღეღამისო რიტმს.

ესოდენ სასიკეთო თვისებების მიუხედავად, ალუბლის წვენს უკუჩვენებებიც აქვს. მისი დალევა არ შეიძლება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, გამწვავებული გასტროენტერიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, ასევე, სიმსუქნისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.
Learn more »